მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

ანჩელოტი: “ახლა ჩვენ შესანიშნავ მდგომარეობაში ვართ“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და ყველაფერი მადრიდში გაირკვევა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„პირველ ტაიმში თავის დაცვა მოგვიწია, მაგრამ ეს გავაკეთეთ ისე, როგორც მე მინდოდა. მეორე ტაიმში „ბაიერნი“ უფრო შემტევი გახდა, მაგრამ მეგონა უკეთესად დავიცავდით თავს. საერთო შთაბეჭდილებით ვფიქრობდი, რომ კომფორტულ სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ ყველაზე მთავარი ინტენსივობა გვაკლდა.

ტონი კროოსის დახმარებით მატჩს ვაკონტროლებდით და „ბაიერნი“ დიდი ძალებით ვერ გვიტევდა. მან ფანტასტიკური პასი გააკეთა და ვინისიუსმაც ფანტასტიკურად დაასრულა. ჯუდ ბელინგემს ტკივილი აწუხებდა და ჯანმრთელი ფეხბურთელით ვცადე ჩანაცვლება. ახლა ჩვენ შესანიშნავ მდგომარეობაში ვართ. უემბლიზე მოსახვედრად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ განმეორებითი დაპირისპირება 8 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სნეიდერი: “ტენ ჰაგმა შეცდომა დაუშვა, როცა რონალდუს დაუპირისპირდა“
სნეიდერი: “ტენ ჰაგმა შეცდომა დაუშვა, როცა რონალდუს დაუპირისპირდა“