ჯენარო გატუზო, რაფაელ ბენიტესი, ედოარდო რეია, ვალტერ მაცარი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

ნაპოლი ანტირეკორდის ზღვარზე

ჯერჯერობით იტალიის ჩემპიონატი არ დასრულებულა, თუმცა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს სეზონი „ნაპოლის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელია. ბუნებრივია, 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოპოვებას მცირე მოდუნება და ჩავარდნა რომ მოჰყვებოდა, ყველამ კარგად იცოდა, თუმცა მოქმედი ჩემპიონების რანგში ნეაპოლელების თამაშმა ყველანაირ ნეგატიურ მოლოდინს გადააჭარბა.

ოცდაცამეტი ტურის შემდეგ „პარტენოპეის“ 49 ქულა აქვს და დარჩენილ ხუთივე ტურში რომ გაიმარჯვოს, ჯამში 64 ქულას დააგროვებს. 64 ქულა, ან მასზე ნაკლები კი 38 ტურში ნეაპოლელებმა 2007 წლის შემდეგ, ანუ მას მერე რაც სერია A-ში დაბრუნდნენ სულ ექვსჯერ დააგროვეს. ბოლოს ასეთი ცუდი შედეგი კამპანიელებს 2020 წელს (62 ქულა) ჰქონდათ, იქამდე კი  წლევანდელ სავარაუდო მაქსიმალურ მაჩვენებელზე ქვემოთ 2015 (63 ქულა), 2012 (61 ქულა), 2010 (59 ქულა), 2009 (46 ქულა) და 2008 წლებში (50 ქულა) იყვნენ. თუმცა, ფრანჩესკო კალცონას მწვრთნელობისას „ნაპოლი“ იმდენად არასტაბილურია თითქმის წარმოუდგენელია ყველა დარჩენილი მატჩი მოიგოს, ასე რომ ზემოთ ნახსენები 64 ქულის დაგროვება პრაქტიკულად გამორიცხულია. ერთადერთი რისი თქმაც გადაჭრით შეიძლება ის არის, რომ გუნდი 2008 წლის შედეგს (50 ქულა) არ გაიმეორებს და ეს სეზონი ელიტაში დაბრუნების შემდეგ ქულების რაოდენობით ყველა დროის ანტირეკორდად არ გადაიქცევა.

ბუნებრივია, გულშემატკივრისთვის საინტერესო იქნება, რომელი მწვრთნელი ხელმძღვანელობდა ზემოთ ჩამოთვლილ წარუმატებელ სეზონებში ნეაპოლელებს - 2008 წლის მთლიანი და 2009 წლის ნაწილი კამპანიელებს ედოარდო რეია ავარჯიშებდა, 2010 და 2012 წლებში მათ ვალტერ მაცარი ამზადებდა. 2015 წელს 63 ქულა გუნდმა რაფა ბენიტესის, 2020 წელს კი ჯენარო გატუზოს მწვრთნელობის პერიოდში დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი რომას წინააღმდეგ - საინტერესო სტატისტიკა პრინციპული მატჩის შესახებ
ნაპოლი რომას წინააღმდეგ - საინტერესო სტატისტიკა პრინციპული მატჩის შესახებ