ივან კარელინი, ოლივერ ობოლგოგიანი
Aa
Aa

ჰოკეისტების მეორე გამარჯვება - ჯგუფში სიტუაცია დაიძაბა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყინულის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. მესამე ტურში ქართველმა ჰოკეისტებმა თურქეთის გუნდი 3-2 დაამარცხეს. გამარჯვებულებს შორის სამივე ბურთი ივან კარელინმა გაიტანა, რომელსაც სამიდან ორ შემთხვევაში ასისტენტობა ოლივერ ობოლგოგიანმა გაუწია.

მეორე დივიზიონის ჯგუფური ეტაპი ქართველებმა ტურნირის მასპინძელი ბულგარეთის გუნდის 7-1 ძლევით დაიწყეს, რასაც მეორე ტურში ახალი ზელანდიის გუნდთან 2-6 დამარცხება მოჰყვა. ეს თამაში გარკვეული პერიოდი შეწყვეტილი იყო, რადგან ყინულის აპარატი, ეგრეთწოდებული ძამბონი მწყობრიდან გამოვიდა და სანამ პრობლემები სრულად არ მოგვარდა, ორგანიზატორებმა მატჩის განახლება ვერ შეძლეს.

სამი ტურის შემდეგ 6 ქულით საქართველოს ეროვნული გუნდი მესამე ადგილზეა და ბელგიელებს და ახალ ზელანდიელებს მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება, თუმცა ორივე ამ გუნდს ჩვენთან შედარებით მატჩით ნაკლები აქვს გამართული. მომდევნო შეხვედრას ქართველი ჰოკეისტები 27 აპრილს ტაივანთან გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. პირველ დივიზონში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული აღზევდება, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი მესამე ლიგაში დაქვეითდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს - ქართველი ჰოკეისტების წარმატება
მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს - ქართველი ჰოკეისტების წარმატება