საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები
Aa
Aa

მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს - ქართველი ჰოკეისტების წარმატება

ყინულის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ქართველმა ჰოკეისტებმა მასპინძლები 7-1 დაამარცხეს.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში თითო შაიბა ნიკიტა ბუკიამ, ვიტალი ძიოვმა, არტიომ კოზიულინმა, არტიომ კურბატოვმა, ბორის კოჩკინმა, ოლივერ ობოლგოიანმა და ივან მაროვმა გაიტანეს.

ამავე ჯგუფში ბელგიელებმა თურქებს 8-0 აჯობეს, ახალი ზელანდიის ნაკრებმა კი ტაივანის გუნდი 5-1 დაამარცხა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატის თანახმად, ჯგუფის გამარჯვებული A დივიზიონში გადავა, ბოლო ადგილზე გასული გუნდი და მესამე დივიზიონში დაქვეითდება. მომდევნო შეხვედრას ქართველი ჰოკეისტები 23 აპრილს ახალ ზელანდიასთან ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჰოკეისტები 2023 წელს A ლიგაში გამოდიოდნენ, თუმცა საერთაშორისო ფედერაციამ მოთამაშეთა არასწორი რეგისტრაციისთვის გუნდი დასაჯა და ქვედა დივიზიონში დააქვეითა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-3 ადგილი ჯგუფში - საქართველომ ტაილანდი 10:0 გაანადგურა
მე-3 ადგილი ჯგუფში - საქართველომ ტაილანდი 10:0 გაანადგურა