იუვენტუსი, მასიმილიანო ალეგრი, ფედერიკო კიეზა
Aa
Aa

კონფლიქტი ალეგრისთან - კიეზა იუვედან წასვლაზე ფიქრობს

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, თუ შემდეგ სეზონში მასიმილიანო ალეგრი ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელი ისევ იქნება, ფედერიკო კიეზა „ბებერ ქალბატონს“ დატოვებს.

იტალიელი გარემარბის კონტრაქტი 2025 წელს იწურება. ტურინული გრანდი მის დაყოლიებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

წყაროს ცნობით, იუვეს კიეზას უფასოდ დაკარგვა არ სურს, თუ მიმდინარე წლის ზაფხულში კონტრაქტის გახანგრძლივება არ მოხერხდება, ტურინელები მას აუცილებლად გაყიდიან.

ცნობილი გახდა, რომ კიეზას და მასიმილიანო ალეგრის ურთიერთობა დაეძაბათ და მათ შორის კონფლიქტი მძვინვარებს.

Gazzetta-ს ცნობით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ტურინული დერბის დროს ალეგრიმ ფედერიკო შეცვალა. ახალგაზრდა იტალიელს ეს არ ესიამოვნა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის შემტევი „ბიანკონერის“ 2022 წელს შეუერთდა. 2022 წლიდან დღემდე კიეზამ „იუვენტუსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 125-ჯერ მოირგო, 30 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არაუხოს ზაფხულში გაუშვებენ? - მისი გარემოცვა ნერვიულობს
არაუხოს ზაფხულში გაუშვებენ? - მისი გარემოცვა ნერვიულობს