პაბლო სეპელინი
Aa
Aa

კუთხურის მოწოდების დროს დანა ესროლეს - ინციდენტი კოლუმბიის ჩემპიონატში

კოლუმბიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩის დროს ფეხბურთელს გულშემატკივარმა დანა ესროლა. ინციდენტი „ინდეპენდიენტე მედელინისა“ და „ატლეტიკო ნასიონალის“ თამაშის კომპენსირებულ დროში მოხდა, როდესაც სტუმართა ურუგვაელი ფეხბურთელი პაბლო სეპელინი კუთხურის მოსაწოდებლად ემზადებოდა. მას ცივი იარაღი თავში მოხვდა, რომელიც ლაინსმენმა ჯენი არიასმა აღმოაჩინა და მთავარ არბიტრს გადასცა.    

მომხდარი ინციდენტის გამო მატჩი რამდენიმე წუთით იყო შეჩერებული, დაშავებული მოთამაშე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სეპელინიმ განაცხადა, მას თავის არეში შეშუპება აქვს, თუმცა სერიოზული არაფერია და თავს კარგად გრძნობს. როგორც თავად აცხადებს, არ ახსოვს რა მოხდა და მხოლოდ იმას მიხვდა, რომ თავში ბლაგვი საგანი მოხვდა.

კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა უკვე დაიწყო საქმის განხილვა. კამერებმა კი დააფიქსირეს ის ადამიანი, რომელმაც დანა ისროლა და გარდა იმისა, რომ მას საფეხბურთო მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აეკრძალა, დააპატიმრეს და მის წინააღმდეგ სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით საქმეა აღძრული. სადისციპლინო კომიტეტი კი ფულადი სანქციების გარდა, „ინდეპენდიენტე მედელინისთვის“ დისკვალიფიკაციის მიცემას გეგმავს, რაც რამდენიმე საშინაო მატჩის მაყურებლის გარეშე ჩატარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩხუბი სალერნიტანა - ფიორენტინას მატჩის წინ
ჩხუბი სალერნიტანა - ფიორენტინას მატჩის წინ