სალერნიტანა
Aa
Aa

ჩხუბი სალერნიტანა - ფიორენტინას მატჩის წინ

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურის ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული შეხვედრა „სალერნიტანა“ – „ფიორენტინა“ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. თამაშის წინ, სტადიონის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გუნდების ფანები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საქმეში სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა, თუმცა ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკების დროს დაზიანებები ათმა პოლიციელმა მიიღო, სამი მათგანის მდგომარეობა კი იმდენად მძიმეა, რომ მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, თუმცა როგორც გაირკვა, საბედნიეროდ, არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სტუმარი გუნდის ქომაგებისთვის თამაშის ორგანიზატორებს ცალკე შესასვლელი ჰქონდათ მოწყობილი, რომლითაც მათ არ ისარგებლეს და შემთხვევით სალერნოელ გულშემატკივართა დაჯგუფებას გადააწყდნენ, რაც კინაღამ სერიოზული ტრაგედიით დასრულდა.

„სალერნიტანა“ – „ფიორენტინას“ შეხვედრა სტუმრებმა 2-0 კრისტიან კუამესა და ჯონათან იკონის გატანილი ბურთები მოიგეს და ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ხუთი ფინალი
ნაპოლის ხუთი ფინალი