ლევან საგინაშვილი, დევონ ლარატი
Aa
Aa

„მისი ძალა არაამქვეყნიურია, საოცრებაა!“ - ლარატი ლევან საგინაშვილზე

გუშინ, თურქეთის ქალაქ სტამბოლში მკლავჭიდში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი East & West 12 გაიმართა, ღონისძიების მთავარი ბრძოლა კი ლევან საგინაშვილისა და დევონ ლარატის დაპირისპირება იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა „ჰალკმა“ მეტოქე აბსოლუტური დომინაციით, 4:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ქამარსაც დაეუფლა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკელმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დამარცხება შეუძლებელია.

რას ამბობს დევონ ლარატი:

ის უბრალოდ წარმოუდგენელია, ეს ყველამ ვიცით. მისი დამარცხება ძალიან, ძალიან რთულია. არ ვიტყუებოდი, როდესაც ვამბობდი, რომ ჩემს საუკეთესოს გავაკეთებდი და მჯერა, რომ მის წინააღმდეგ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია იდგა, მაგრამ ძალიან რთულია. შეგიძლია ბევრი ივარჯიშო საუკეთესო ბიჭებთან, მოემზადო, მაგრამ ის განსაკუთრებულია, ყველაზე ზემოთ დგას.

პირველი რაუნდი ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ ის ყველა კომპონენტში ძლიერია. მის წინააღმდეგ შეგიძლია რაღაც ახალი შეიმუშაო და რაღაც ნაწილი წაართვა, მაგრამ მას ბევრი ვარიანტი აქვს გამოსავლის საპოვნელად. ის ერთფეროვანი არაა, შეგიძლია რაღაც კომპონენტში წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ რეზერვში ბევრი იარაღი აქვს. ტაქტიკური გათვლა იყო, რომ მაჯა პირველს ამეღო, შევძელი კიდეც, მაგრამ მას საკმაოდ დიდი არსენალი აქვს.

პოზიცია ყველა რაუნდში კარგი მქონდა. ვგრძნობდი, როდესაც თასმას ვიკეთებდით, ხელი კარგად მეჭირა. ამ მიმართულებით უპირატესობა მქონდა, მაგრამ... მისი ძალა უბრალოდ სხვა დონეზეა, საოცარია.

ცნობისთვის, საგინაშვილის და ლარატის დუელი 7-რაუნდიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ქართველმა მკლავჭიდელმა ყველაფერი ვადაზე ადრე, მე-4 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლარატი გაანადგურა - საგინაშვილი საჩემპიონო ქამარს დაეუფლა
ლარატი გაანადგურა - საგინაშვილი საჩემპიონო ქამარს დაეუფლა