ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ბეტისი
Aa
Aa

მამარდას 1 სუპერ მოგერიება - ვალენსია ბეტისთან დამარცხდა

ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსიამ“ „ბეტისს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც კარგი მატჩი ჰქონდა.

პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა. ანგარიში მე-19 წუთზე პერესმა გახსნა. ქართველ მეკარეს ბურთის მოგერიების შანსი არ ჰქონდა.

მეორე ნახევარში „ვალენსია“ გააქტიურდა და მომენტებიც შექმნა. 66-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად პეპელუმ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

იქამდე კი შეხვედრის 51-ე წუთზე „ღამურების“ კართან ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, „ბეტისს“ საგოლე მომენტი შეექმნა, თუმცა მამარდაშვილმა ეფექტური მოგერიება შემოგვთავაზა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან გადაარჩინა.

დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს უტევდნენ, მაგრამ გოლი აქეთ მიიღეს. „ვალენსიას“ კარი 77-ე წუთზე კვლავ პერესმა აიღო. ამის შემდეგ ანგარიში ღარ შეიცვალა და როგორც უკვე მოგახსენეთ „ბეტისმა“ გაიმარჯვა. სამწუხაროდ, გიორგის მშრალი სერია, რომელიც წინა 3 მატჩს ითვლიდა დღეს დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ, „ვალენსიას“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 47 ქულა დარჩა, მერვე ადგილზე იმყოფება და კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძვის. შემდეგ ტურში „ღამურები“ „ბარსელონას“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბურთი ძელს გაარტყა  - ქოჩორა სასტარტოში დაბრუნდა და აქტიური იყო
ბურთი ძელს გაარტყა - ქოჩორა სასტარტოში დაბრუნდა და აქტიური იყო