გაბრიელ სიგუა, ბაზელი
Aa
Aa

იმედისმომცემი ტრიო - შვეიცარიული მედია სიგუაზე წერს

შვეიცარიული მედია გაბრიელ სიგუას გუნდის მომავალს უწოდებს და მას გვირაბის ბოლოს არსებულ სინათლედ მოიხსენიებს.

ტრავმებისა და მძიმე სტარტის შემდეგ, სიგუა ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს. მან შვეიცარიის ჩემპიონატში ბოლო 2 ტურში მონაწილეობაც მიიღო.

„მიმდინარე სეზონში ბაზელში რამდენიმე ახალგაზრდამ ითამაშა და თავის წარმოჩენაც შეძლო. მომავალში მათი დახმარებით გუნდმა წარმატებები უნდა დაიბრუნოს. ბაზელისთვის გვირაბის ბოლოს სინათლე მოჩანს.

იმედისმომცემი ახალგაზრდები ბაზელის ნახევარდაცვის რგოლს წარმოადგენენ. 20 წლის საყრდენი რენატო ვეიგა, რომელიც ბუნდესლიგური აუგსბურგიდან მოვიდა. ის მალევე გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა. თუ ვინმე მას შეცვლის ეს პირველ რიგში ასევე 20 წლის ლეონ ავდულაჰუა.

და იმედისმომცემი ტრიოს მესამე წევრი ქართველი გაბრიელ სიგუა არის, რომელიც ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. მაგრამ ფაბიო ჩელესტინის გუნდის ძირითადში ადგილს სულ უფრო ხშირად იღებს“.

- წერს შვეიცარიული Sport.ch.

გასულ ზაფხულში გაბრიელ სიგუა თბილისის „დინამოდან'' „ბაზელში'' გადავიდა, შვეიცარიულ კლუბში 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. გაბრიელმა სამივე გოლი შვეიცარიის ჩემპიონატში შეაგდო, ხოლო საგოლე პასი თასის შეხვედრაში გააკეთა.

„ბაზელი“ სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-9 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც ვალენსიაა“ - მამარდაშვილი
„საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც ვალენსიაა“ - მამარდაშვილი