ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

მინიშნება ნაპოლიზე - რომანო პიოლის წასვლას ადასტურებს

ცნობილმა საფეხბურთო ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე სტეფანო პიოლი „მილანს“ დატოვებს და ის მუშაობას არა საზღვარგარეთ, არამედ სამშობლოში განაგრძობს. ჯერჯერობით რომანო არ აკონკრეტებს სერია A-ს რომელ კლუბს ჩაიბარებს როსონერის მთავარი მწვრთნელი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პიოლი რამდენიმე დღის წინ ნეაპოლში შენიშნეს, არ არის გამორიცხული ის მომდევნო სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების დამრიგებელი გახდეს.

პარტენოპეის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ოფიციალურად არ დაუდასტურებია ის ფაქტი, რომ ფრანჩესკო კალცონასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს, თუმცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ ეს უკანასკნელი წავა და მუშაობას მხოლოდ სლოვაკეთის ნაკრებში განაგრძობს. რაც შეეხება მის შემცვლელს, თითქოს მთავარი ფავორიტი პიოლია, თუმცა იტალიურ პრესაში ანტონიო კონტეს შესახებაც ხშირად იწერება.

პიოლი „მილანს“ სათავეში 2019 წლის ჩაუდგა და გუნდს 2021-2022 წლებში 11-წლიანი პაუზის შემდეგ, იტალიის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. წლევანდელ სეზონს კი როსონერი უტიტულოდ დაამთავრებს, რადგან რამდენიმე დღის წინ ევროპა ლიგას გამოეთიშა, სერია A-ში კი პირველობის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე ლიდერ „ინტერს“ 14 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტეს სტილში არ ჯდება, ამიტომ...“ - ნაპოლის ლეგენდა ხვიჩაზე
„კონტეს სტილში არ ჯდება, ამიტომ...“ - ნაპოლის ლეგენდა ხვიჩაზე