საქართველოს კალათბურთის ნაკრები
Aa
Aa

მეტოქეები ცნობილია - საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა

კალათბურთში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში ამხანაგურ შეხვედრებს იტალიასთან (23 ივნისი) და ეგვიპტესთან (28 ივნისი) გამართავს. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ოლიმპიადაზე გასვლის შემთხვევაში საქართველო B ჯგუფში გერმანიასთან, საფრანგეთთან და იაპონასთან ითამაშებს. A ჯგუფში ავსტრალია, კანადა, საბერძნეთის საკვალიფიკაციოს გამარჯვებული და ესპანეთის საკვალიფიკაციოს გამარჯვებული მოხვდნენ, C-ში - სერბეთი, სამხრეთ სუდანი, აშშ, პუერტო რიკოს საკვალიფიკაციოს გამარჯვებული.

ცნობისთვის, ოლიმპიადის საგზურისთვის ლატვიაში იბრძოლებს და საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს იქ ჩაატარებს. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის მეტოქეები ჯგუფში ლატვია და ფილიპინები არიან. აქედან ორი გუნდი გადის, ხოლო წარმატების შემთხვევაში, ქართველი კალათბურთელები ნახევარფინალში ბრაზილიის, მონტენეგროსა და კამერუნს შორის ერთ-ერთს დაუპირისპირდებიან. თუ ჯიკიჩის გუნდი ნახევარფინალს მოიგებს, ოლიმპიადის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი ფინალი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები