ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

ვიქნები პირველი, ვინც დაგაძინებს - თოფურიამ ჰოლოუეის მიმართა

ილია თოფურიამ Twitter-ში მაქს ჰოლოუეის მისამართით ვრცელი პოსტი დაწერა. ქართველი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ მაქსს დაამარცხებს.

ილია თოფურია: „ჩემთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი კითხვაა, როგორ მოგიგებ, ნოკაუტით თუ მახრჩობელა ილეთით. მე დავამარცხე მებრძოლი, რომელმაც შენ სამჯერ დაგამარცხა. BMF-ის ქამარი ერთადერთია, რაც შენ რელევანტურს გხდის და დიდ ფულზე ბრძოლის შანსს გაძლევს. დიდი ხანია უკვე, რაც ფულისთვის აღარ ვიბრძვი, ახლა ჩემი მიზანი მემკვიდრეობის დატოვებაა, ამისთვის ვიბრძვი. თუ BMF-ის ქამარსაც მოვიპოვებ, პირველი მებრძოლი ვიქნები, ვისაც ორივე ქამარი ერთდროულად ექნება.

პირველი მებრძოლი ვარ, ვინც ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და გავხდები პირველი, ვინც შენ დაგაძინებს.

დაგამშვიდებ, შენ წააგებ ჩემპიონთან, რომელიც ყველას ყოველთვის ემახსოვრება.

მე გადავწყვეტ, ვისთან, სად და როდის ვიბრძოლებ. თუ არ მოგწონს, დარწმუნებული ვარ, ამით ორტეგა ბედნიერი იქნება’’.

ილიას ამ პოსტამდე ჰოლოუეიმ თოფურიაზე ისაუბრა: „ხალხი ხშირად მეკითხება, ილიაზე რას ვფიქრობ. თოფურია საეჭვო ტიპია. ჩვენი წონის ყველა მებრძოლი, რომლებსაც ქამრის მოპოვების პრეტენზია ჰქონდათ, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმდე ჩემთან ჩხუბობდნენ. თოფურია არის ბიჭი, რომელმაც თავი ამარიდა. არ ვიცი, როგორ, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს მოახერხა და სატიტულო ბრძოლა მიიღო. თოფურიამ მოუგო ვოლკს, რაც მე არ გამომივიდა. ილია მას ერთხელ ეჩხუბა, მე სამჯერ ვეჩხუბე. ვნახე რაც თქვა, თითქოს 9 წუთში გააკეთა ის, რაც მე 90 წუთში ვერ გავაკეთე. ეს სასაცილოა. მეგობარო, შენს ასაკში საჩემპიონო ქამარი უკვე დაცული მქონდა. ასე რომ, უკან ხარ და უნდა დამეწიო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები