საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, საბერძნეთის ნაკრები
Aa
Aa

სკანდალი საბერძნეთში - ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოსთან ითამაშა, დოპინგ-ტესტზე ჩავარდა

საბერძნეთის ნაკრები და ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. რამდენიმე გავლენიანი ბერძნული გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც 26 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, დოპინგ-ტესტზე ჩავარდა.

ბერძნული Gazzetta-ს ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ საბერძნეთის ნაკრების ორ ფეხბურთელს გეგმური ტესტირება ჩაუტარა და მათ შორის ერთ-ერთს ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.

ფეხბურთელის ვინაობა ჯერჯერობით არ ვრცელდება. სააგენტოს მტკიცებით, ტესტის პასუხები პირველადია, რის გამოც, შესაბამის ორგანოებს პიროვნების სახელის და გვარის დასახელების უფლება მასთან შეთანხმების გარეშე არ აქვს. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოს შეუძლიათ ფეხბურთელის ვინაობა მეორადი პასუხების მიღების შემდეგ გაავრცელოს.

Gazzetta წერს, რომ ამ ფეხბურთელმა ტესტის პასუხები უკვე გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში და პასუხს უახლოეს კვირებში მიიღებს. ბერძნული მედიის ცნობით, თუ ფეხბურთელი აკრძალული ნივთიერების მიღებას არ დაადასტურებს და გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში, 4:2 დაამარცხა და ევრო 2024-ზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფა-ს აგენტი: “ხვიჩათი აღფრთოვანებული ვარ“
ფიფა-ს აგენტი: “ხვიჩათი აღფრთოვანებული ვარ“