ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილის გოლი და ასისტი - შტურმმა ჰარტბერგს მოუგო

ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ სტუმრად „ჰარტბერგს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 1:3 დაამარცხა.

ოთარ კიტეიშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო მოედნიდან შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე გაიყვანეს.

ამ დროის განმავლობაში ქართველი ნახევარმცველი „შტურმის“ რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. კიტეიშვილმა გოლის გატანა შეძლო და შემდეგ საგოლე გადაცემაც მიითვალა.

„შტურმმა“ ანგარიში მე-9 წუთზე, პრასის გოლით გახსნა, რომელმაც ჰორვატის გადაცემა ზუსტად გამოიყენა.

მეორე ნახევარში, მე-60 წუთზე მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად კიტეიშვილმა შეასრულა და ანგარიში 0:2 გახადა.

73-ე წუთზე, ავდიჯაჯის გოლით „ჰარტბერგმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 90-ე წუთზე კი სტანკოვიჩმა მასპინძელთა კარში მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ სლოვენიელის გოლში ასისტი კიტეიშვილმა მიითვალა, რომელმაც თანაგუნდელს კუთხურიდან გაატანინა.

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ავსტრიის ბუნდესლიგაში 20 მატჩი ჩაატარა და თავი 5-5 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

გრაცის შტურმი 26 ტურის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ცხრილში 32 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს. ამდენივე ქულა აქვს პირველადგილოსან ზალცბურგს, რომელიც ცხრილს ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ლიდერობს. „შტურმი“ მომდევნო შეხვედრას 19 აპრილს, საკუთარ მოედანზე „რაპიდის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე: რაც აიაქსიდან წამოვედი, მათგან არავინ დამკავშირებია
მიქაუტაძე: რაც აიაქსიდან წამოვედი, მათგან არავინ დამკავშირებია