ბორდო, ბასტია, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს გოლი და ბორდოს მარცხი ბასტიასთან

საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში „ბორდომ“ „ბასტიას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

როგორც ხშირ შემთხვევაში, ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ კარგი მატჩი ჰქონდა.

ქართველი ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა, რაც გატანილ გოლშიც გარდასახა.

ზურიკომ გოლი მატჩის 44-ე წუთზე გაიტანა, რა დროსაც „ბორდო“ 0:3 მარცხდებოდა. დავითაშვილის გოლი კი მასპინძლებისთვის მუხტი იყო.

მეორე ტაიმში „ბორდო“ სრულიად სახეცვლილი გამოვიდა და გამუდმებით შეტევაში იმყოფებოდა. 46-ე წუთზე ლივოლანტმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხეს და დამარცხდნენ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ში მეხუთე გოლი გაიტანა. რაც შეეხება „ბორდოს“, სატურნირო ცხრილში 41 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი „სენტ ეტიენს“ დაუპირისპირდება.

ზურიკოს გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იბერია გალიდერდა და უგოლო ფრე გორში - Crystalbet ეროვნული ლიგის მიმოხილვა
იბერია გალიდერდა და უგოლო ფრე გორში - Crystalbet ეროვნული ლიგის მიმოხილვა