გურამ კაშია, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ამ მომენტისთვის 16 წელი ვშრომობდი - კაშიამ ისტორიულ წარმატებაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 36 წლის კაპიტანი გურამ კაშია მოქმედი კლუბის, „სლოვანის'' ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა. კაშია ნაკრების ისტორიულ წარმატებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სურს ევრო 2024-ს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შეხვდეს.

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს, დიდი რამ არის. ამ მომენტისთვის 16 წელი ვშრომობდი, ეროვნულ ნაკრებში 112 თამაში ჩავატარე, ახლა ეს ყველაფერი მიბრუნდება. მსურს ფიზიკურად მზად ვიყო და ევრო 2024-ს მაქსიმალურად კარგად ფორმაში შევხვდე, გერმანიაში ტურისტებად არ მივდივართ. მსურს, „სლოვანში’’ სეზონის ბოლომდე ყველა მატჩში მივიღო მონაწილეობა და ევროპის ჩემპიონატს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევხვდე’’.

2009 წლიდან მოყოლებული გურამ კაშიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 112 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფის ნახევარფინალში ბუდუ ზივზივაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა, ფინალში ვილი სანიოლის გუნდმა პენალტების სერიაში საბერძნეთს 4:2 მოუგო, ამ გამარჯვების შემდეგ ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები