ხვიჩა კვარაცხელია, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„ძალიან ძლიერია და ნებისმიერ გუნდში ითამაშებს“ - ანჩელოტის ყოფილი ასისტენტი კვარაზე

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, ყოფილმა ასისტენტმა ჯორჯო ჩიასკინიმ 1 Station Radio-სთან ვრცელი ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდში მაღალ დონეზე ითამაშებს.

ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ დაინახავდა კვარაცხელიას ანჩელოტის „რეალში“, ჩიასკინიმ ასე უპასუხა:

„ცნობილია, რომ „რეალში“ ახლა მბაპე გადადის, თუმცა, ეს ზუსტად ჯერ კიდევ არავინ იცის. გუნდში ასევე, არის ვინისიუსი... ძლიერი კონკურენცია იქნება, მაგრამ კვარა ნებისმიერ გუნდში შეძლებს თავისი თავის საუკეთესოდ წარმოჩენას. ეს კარლოზეა დამოკიდებული. უნდა გავიგოთ, როგორ წარმოუდგენია მას მადრიდის „რეალის“ მომავალი“.

ცნობისთვის, ჯორჯო ჩიასკინი კარლო ანჩელოტის ასისტენტი „მილანში“ ყოფნის პერიოდში იყო და 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო, როდესაც როსონერიმ ფინალში „იუვენტუსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გაყიდონ“ | რას წერს Cadena Ser-ი მამარდაშვილზე
„მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გაყიდონ“ | რას წერს Cadena Ser-ი მამარდაშვილზე