ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი, ჯერმეინ ჰედი, პი ჯეი ბერდი
Aa
Aa

ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი სუპერლიგაში ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას ახალი წევრი ჰყავს - ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდმა ა ლიგის ფინალურ სერიაში „სოხუმი-საქართველო“ 3-1 დაამარცხა და ელიტის საგზური მოიპოვა. ბორის პეტეს, დავით ნოზაძისა და ლევან იოსებაშვილის მომზადებული კლუბი სუპერლიგაში „რუსთავს“ ჩაანაცვლებს, რომელიც რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე უკვე გადაწყვეტილია, რომ ბოლო ადგილს დაიკავებს.

სერიის მეოთხე და გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო 21 ქულით ჯერმეინ ჰედი გახდა. სოხუმელების რიგებში კი ყველაზე მეტი, 17 ქულა პი ჯეი ბერდიმ დააგროვა. მატჩის დასრულების შემდეგ, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ჰერდი დაასახელეს, რომელიც ჩემპიონატში საშუალოდ 18.4 ქულას, 8.1 მოხსნასა და 5.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

დამარცხებულ „სოხუმი-საქართველოს“ სუპერლიგის საგზურის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ აქვს - ეს გუნდი პლეი-აუტში სუპერლიგაში ბოლოსწინა ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანდრონიკაშვილი სუპერლიგაში - თსუ-ს ევროთასზე დაეხმარება
ანდრონიკაშვილი სუპერლიგაში - თსუ-ს ევროთასზე დაეხმარება