ზურიკო დავითაშვილი, ალბერტ რიერა
Aa
Aa

„გვავიწყდება, რომ მხოლოდ 22 წლისაა“ | რა თქვა ბორდოს თავკაცმა ზურიკოზე

„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტ რიერამ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა ზურიკოს ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მისი თამაშით კმაყოფილია.

„ბევრი მატჩი იყო, რომლებშიც გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ჩემთვის ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, ინიციატივა, პოზიცია, თამაშის წაკითხვა და ის, ხვდება თუ არა, მოედანზე რა ხდება. ბევრი შეხვედრა იყო, რომლებშიც ზურიკო ძალიან კარგი გახლდათ და მისით კმაყოფილი ვარ.

ბოლო მატჩში, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ამ თემაზე მასთან ვილაპარაკე კიდეც. გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროგრესს უნდა მიაღწიოს, რადგან როცა მის წინააღმდეგ სამი მეტოქეა, ნიშნავს, რომ ორი თანაგუნდელი თავისუფალ მდგომარეობაში იმყოფება. ზურიკომ ეს სიტუაცია უნდა გაანალიზოს და სწორი არჩევანი გააკეთოს. ერთი რამ, რაც მასზე საუბრისას გვავიწყდება, მისი ასაკია. ზურიკო 22 წლისაა და ალბათ, წვერის გამო, ბევრად დიდი გვგონია. დავითაშვილი მხოლოდ 22 წლისაა და მახსოვს, რომ სწორ გადაწყვეტილებებს ყოველთვის არც მე ვიღებდი. ამ ასაკში თავდაჯერებული ხარ და თვლი, რომ ორი მეტოქის მოტყუება შეგიძლია, ასაკის მატებასთან ერთად კი აანალიზებ, რომ თუ შენ წინ რამდენიმე მოწინააღმდეგეა, ე.ი თანაგუნდელები თავისუფალ მდგომარეობაში იმყოფებიან. ზურიკომ სწორედ ეს უნდა გაითავისოს.

იქონია თუ არა ნაკრების წარმატებამ მასზე გავლენა? არა, ისევ იგივე ზუკაა, მაგრამ აღმატებული განწყობა აქვს, რაც გასაგებია. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა და ამ წარმატებას 2 დღე ზეიმობდნენ. ეს ნორმალურია და რაღაც კუთხით, ჩვენც დაგვეხმარა“.

შეგახსენებთ, რომ „ბორდოს“ 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. ჟირონდელები მომდევნო შეხვედრას 6 აპრილს გამართავენ და „კაენს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც 45 ქულით მე-6 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პენალტის დარტყმა ძალიან მინდოდა“ | რა თქვა ზურიკომ ნაკრებზე
„პენალტის დარტყმა ძალიან მინდოდა“ | რა თქვა ზურიკომ ნაკრებზე