ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„პენალტის დარტყმა ძალიან მინდოდა“ | რა თქვა ზურიკომ ნაკრებზე

ზურიკო დავითაშვილი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. „ბორდოს“ ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საბერძნეთთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც „ჯვაროსნებმა“ პენალტების სერიაში 4:2 მოიგეს და ზურიკომ მეორე თერთმეტმეტრიანი გაიტანა.

საქართველოს ნაკრებზე

„ძალიან კარგი დღეები იყო და ისტორია დავწერეთ. იმედია, ჩემს კარიერაში და მთლიანად საქართველოში, ბევრი ასეთი დღე იქნება. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი დღეები ბორდოშიც მალე მექნება. რა თქმა უნდა, როცა იცი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებ, ბევრად დიდი მოტივაცია გაქვს, მაგრამ მოტივაცია არც აქამდე მაკლდა და გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი. ამას ვაგრძელებ და ბორდოსთვის მაქსიმალურად დავიხარჯები“.

საბერძნეთთან შესრულებულ პენალტზე

„რა თქმა უნდა, ასეთ მომენტში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და პენალტის დარტყმა რთულია, მაგრამ მზად ვიყავი. თერთმეტმეტრიანების სერიაზე თამაშამდეც ვვარჯიშობდით და ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი. ძალიან მინდოდა დამერტყა და საქართველოს წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. საბედნიეროდ, კარგადაც დავარტყი“.

შეგახსენებთ, რომ „ბორდოს“ 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. ჟირონდელები მომდევნო შეხვედრას 6 აპრილს გამართავენ და „კაენს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც 45 ქულით მე-6 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების პროგრესი! - FIFA-ს განახლებული რეიტინგი
საქართველოს ნაკრების პროგრესი! - FIFA-ს განახლებული რეიტინგი