გაბრიელ სიგუა, ბაზელი
Aa
Aa

გაბრიელ სიგუა TOP 11-ში - შვეიცარიულმა გამოცემამ ქართველი გამოარჩია

შვეიცარიულმა Sport.ch-მა Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით შვეიცარიის ჩემპიონატის საუკეთესო 13 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა სატრანსფერო ღირებულება გასული ზაფხულის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. სიაში მე-11 ადგილზე გაბრიელ სიგუაა, რომელიც გასულ ზაფხულში თბილისის „დინამოდან'' „ბაზელში'' გადავიდა, მაშინ Transfermarkt-ის მონაცემებით სიგუას სატრანსფერო თანხა მილიონი ევრო იყო, ახლა კი 2,5 მილიონი ევროა.

Sport.ch გაბრიელ სიგუაზე: „ის მხოლოდ 18 წლისაა, ამ სიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა. მაღალი ქართველი ფეხბურთელი „ბაზელში’’ ხშირად არ თამაშობს, სუპერ ლიგაში 28-დან მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა,  მაგრამ მას ყოველთვის შეუძლია მისი პერფორმანსით შთაბეჭდილება მოახდინოს, რაც მის სატრანსფერო თანხაზე აისახა. მისი როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის სახელს 3 გოლი უკავშირდება. შესაძლოა, სეზონის დასრულებამდე კიდევ მოახერხოს გარკვეული რაოდენობის გოლების გატანა’’.

სტატიის ავტორი წერს, რომ მალე აღნიშნული მოთამაშეები შვეიცარიის ჩემპიონატს დატოვებენ, თუმცა უშუალოდ სიგუასთან დაკავშირებით ჯერ რთულია იმის თქმა, რომ ეს მალე მოხდება, რადგან გაბრიელი შვეიცარიაში სადებიუტო სეზონს ატარებს და ტრავმების გამო ბევრი მატჩი გაუცდა. მეორე მხრივ საკმაოდ პროდუქტიულია, სუპერ ლიგაში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა (5 სასტარტოში) და 3 გოლი გაიტანა. პლუს, შვეიცარიის თასზე მის ანგარიშზე ორ მატჩში 1 საგოლე გადაცემაა.

ასევე გეტყვით, რომ გაბრიელ სიგუა რუსთავშია დაბადებული, თბილისის „დინამოს'' აკადემიის აღზრდილია, მისი სიმაღლე 1,90 მეტრია, 30 ივნისს 19 წლის გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები