ევრო 2024-ის ფავორიტები | საქართველოს ნაკრების პოზიცია Givemesport-ის რეიტინგში
Aa
Aa

ევრო 2024-ის ფავორიტები | საქართველოს ნაკრების პოზიცია Givemesport-ის რეიტინგში

Givemesport-მა ევრო 2024-ის ფავორიტები დაასახელა და ეროვნული ნაკრებები სიძლიერის მიხედვით დაალაგა. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Goal-ისა და Independent-ის მოსაზრება გაიზიარა და საკუთარ რეიტინგში საქართველოს ბოლო ადგილი მიაკუთვნა.

„საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური საბერძნეთთან მატჩში მოიპოვა, რომელიც პენალტების სერიაში მოიგო. მიიჩნევა, რომ ქართველებს ევროზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი ჰყავთ“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი არიან. Givemesport-ის რეიტინგში, ჩეხეთს მე-17 პოზიცია უკავია, პორტუგალია მე-5 გახლავთ, თურქეთი კი მე-13 ადგილზეა.

Givemesport-ის აზრით, ევრო 2024-ის მთავარი ფავორიტი საფრანგეთია. მეორე პოზიციას გარეტ საუთგეიტის ინგლისი იკავებს, ტურნირის მასპინძელი, გერმანია კი მესამეა. მეოთხე ადგილზე ესპანეთია გამწესებული, მეექვსე-მეშვიდე პოზიციებზე ბელგიასა და ნიდერლანდებს ვხედავთ. იტალია მერვეა, ხორვატია - მეცხრე, დანია - მეათე.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩავერთვებით და დორტმუნდში თურქეთს შევხვდებით (20:00), ვილი სანიოლის გუნდი მეორე ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდება. ამ მატჩს ჰამბურგი უმასპინძლებს და მას 22 ივნისს, თბილისის დროით, 17:00-დან ვიხილავთ. მესამე ტურს რაც შეეხება, ჩვენი ბიჭები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გელზენკირხენში 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გაყიდვა ქომაგების გულებში დანის ჩაცემა იქნება“ | ესპანური გამოცემა მამარდაზე
„მისი გაყიდვა ქომაგების გულებში დანის ჩაცემა იქნება“ | ესპანური გამოცემა მამარდაზე