მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, შონ ომალი
Aa
Aa

„მერაბი ან ომალი მინდა, რევანში მჭირდება“ - იანი მომდევნო მეტოქეზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რუსმა მებრძოლმა, პიოტრ იანმა Gorilla Fighting MMA-სთან ინტერვიუს დროს სასურველი მეტოქე დაასახელა და განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილთან რევანშის აღება სურს.

რას ამბობს იანი:

ვინ იქნება შემდეგი? რევანში მჭირდება - მერაბ დვალიშვილი, ან შონ ომალი. ალჯამეინ სტერლინგზე საუბარს ახლა აზრი არ აქვს, რადგან სხვა წონაში გადავიდა. ეს ორი ბიჭი მინდა, თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს. ასევე, მარლონ ვერაც საინტერესო კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 2023 წლის მარტში დაუპირისპირდნენ და ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მერაბთან მარცხის შემდეგ, რუსმა მებრძოლმა პირველად რამდენიმე კვირის წინ იჩხუბა და ჩინელ სონ იადონგს მოუგო.

ახლა, მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლის მთავარი კანდიდატია. უდიდესი ალბათობით, „მანქანა“ ქამრისთვის ბრძოლაში შონ ომალის მიმდინარე წლის სექტემბერში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერ დაიმალები“ | მერაბის სასაცილო ვიდეო ომალიზე
„შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერ დაიმალები“ | მერაბის სასაცილო ვიდეო ომალიზე