რა შანსები აქვთ ხვიჩას და მის თანაგუნდელებს? ნაპოლის და მისი კონკურენტების კალენდარი
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, დღეს იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი 30-ე ტურის მატჩებით განახლდება და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა „სტადიო მარადონაზე“ შედგება, სადაც „ნაპოლი“ სავარაუდოდ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს. პარტენოპეისა და მის კონკურენტებს მეოთხე-მეხუთე ადგილებისთვის ბრძოლაში 8-8 მატჩი აქვთ დარჩენილი და ალბათ, საინტერესო იქნება „ნაპოლის“, „ბოლონიას“, „რომას“, „ატალანტას“, „ფიორენტინასა“ და „ლაციოს“ დარჩენილი მატჩების კალენდარს თვალს თუ გადავავლებთ.
ნაპოლი
30 მარტი: ნაპოლი - ატალანტა
7 აპრილი: მონცა - ნაპოლი
14 აპრილი: ნაპოლი - ფროზინონე
20 აპრილი: ემპოლი - ნაპოლი
28 აპრილი: ნაპოლი - რომა
5 მაისი: უდინეზე - ნაპოლი
12 მაისი: ნაპოლი - ბოლონია
19 მაისი: ფიორენტინა - ნაპოლი
26 მაისი: ნაპოლი - ლეჩე
ბოლონია
1 აპრილი: ბოლონია - სალერნიტანა
7 აპრილი: ფროზინონე - ბოლონია
13 აპრილი: ბოლონია - მონცა
22 აპრილი: რომა - ბოლონია
28 აპრილი: ბოლონია - უდინეზე
5 მაისი: ტორინო - ბოლონია
12 მაისი: ნაპოლი - ბოლონია
19 მაისი: ბოლონია - იუვენტუსი
26 მაისი: ჯენოა - ბოლონია
რომა
1 აპრილი: ლეჩე - რომა
6 აპრილი: რომა - ლაციო
14 აპრილი: უდინეზე - რომა
22 აპრილი: რომა - ბოლონია
28 აპრილი: ნაპოლი - რომა
5 მაისი: რომა - იუვენტუსი
12 მაისი: ატალანტა - რომა
19 მაისი: რომა - ჯენოა
26 მაისი: ემპოლი - რომა
ატალანტა
30 მარტი: ნაპოლი - ატალანტა
7 აპრილი: კალიარი - ატალანტა
15 აპრილი: ატალანტა - ვერონა
21 აპრილი: მონცა - ატალანტა
28 აპრილი: ატალანტა - ემპოლი
5 მაისი: სალერნიტანა - ატალანტა
12 მაისი: ატალანტა - რომა
19 მაისი: ლეჩე - ატალანტა
26 მაისი: ატალანტა - ტორინო
ფიორენტინა
30 მარტი: ფიორენტინა - მილანი
7 აპრილი: იუვენტუსი - ფიორენტინა
15 აპრილი: ფიორენტინა - ჯენოა
21 აპრილი: სალერნიტანა - ფიორენტინა
28 აპრილი: ფიორენტინა - სასუოლო
5 მაისი: ვერონა - ფიორენტინა
12 მაისი: ფიორენტინა - მონცა
19 მაისი: ფიორენტინა - ნაპოლი
26 მაისი: კალიარი - ფიორენტინა
ლაციო
30 მარტი: ლაციო - იუვენტუსი
6 აპრილი: რომა - ლაციო
12 აპრილი: ლაციო - სალერნიტანა
19 აპრილი: ჯენოა - ლაციო
28 აპრილი: ლაციო - ვერონა
5 მაისი: მონცა - ლაციო
12 მაისი: ლაციო - ემპოლი
19 მაისი: ინტერი - ლაციო
26 მაისი: ლაციო - სასუოლო
შეგახსენებთ, რომ არის ძალიან დიდი ალბათობა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში იტალიას ხუთი წარმომადგენელი ყავდეს, რადგან სერია A უეფას რეიტინგში ჯერჯერობით ისევ მოწინავე პოზიციაზეა, ამიტომაც გუნდებისთვის წარმატების მომტანი არამხოლოდ მეოთხე, არამედ მეხუთე ადგილიც შეიძლება გახდეს. „ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ კი კონკურენტებთან შედარებით ის უპირატესობა აქვთ, რომ ისინი მხოლოდ ჩემპიონატში თამაშობენ და როგორც ქვეყნის თასიდან, ასევე ევროტურნირებიდან გამოთიშულები არიან.