ჩავი ერნანდესი, კილიან მბაპე, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ჩავი: ლუის ენრიკეს კარგად ვიცნობ, დროა ყველას ვაჩვენოთ, რომ კონკურენტუნარიანები ვართ

ჩავიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრაზე ისაუბრა და შედეგები შეაფასა.

„ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი მეტოქე, რომელსაც ჩვენ შევხვდებით. ლუის ენრიკეს ძალიან კარგად ვიცნობ, მის შტაბს და გუნდის ნაწილს. კარგი მეოთხედფინალის იმედი გვაქვს.

დროა ვიოცნებოთ და ყველას ვაჩვენოთ, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ“,

- განაცხადა ჩავიმ.

მწვრთნელის პოზიციას იზიარებს რობერტ ლევანდოვსკიც:

„დარწმუნებული ვარ, რომ მეოთხედფინალში პსჟ-სთან იმაზე უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე ნაპოლისთან და ნახევარფინალში გავალთ. მბაპე რეალში? ჯერ არაფერი დადასტურებულა, თუმცა თუ ეს მოხდება ლა ლიგისთვის კარგი იქნება. ამას დადებითად მივიღებთ, მბაპესი არ გვეშინია“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და პსჟ-ს მეოთხედფინალური მატჩები 10 (პარიზი) და 16 აპრილს (ბარსელონა) გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარადონას საკუთარ თავს ვერ შევადარებ“ - კვარაცხელია ზიდანსა და დიეგოზე საუბრობს
„მარადონას საკუთარ თავს ვერ შევადარებ“ - კვარაცხელია ზიდანსა და დიეგოზე საუბრობს