ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა, ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

„მარადონას საკუთარ თავს ვერ შევადარებ“ - კვარაცხელია ზიდანსა და დიეგოზე საუბრობს

ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ Versus-ზე დაყრდნობით, Calcio Napoli 24-მა გამოაქვეყნა, სადაც მან Adidas-ის ბრენდის უპირატესობასა და „ნაპოლიში“ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ის სპორტული ამუნიციის მწარმოებელი გერმანული ბრენდის სარეკლამო ვიდეო რგოლში რამდენიმე კვირის წინ გადაიღეს, მასთან კონტრაქტი გაფორმდა და გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც Adidas-ის ოფიციალური წარმომადგენელი იქნება.

რა თქვა კვარაცხელიამ

ადიდასის ახალი თაობის ბუცები ძალიან მოსახერხებელია. ეს ბრენდი ზიდანსა და ფეხბურთის სხვა ლეგენდებს მახსენებს და ჩემთვის პრივილეგიაა გერმანული ამუნიციის მწარმოებელი ფირმის ნაწილი ვიყო. მსიამოვნებს თუ არა კვარადონას მეტსახელი? მარადონა ფეხბურთის ღმერთი იყო და ბუნებრივია ეს ყველაფერი სასიხარულოა, მაგრამ თავს ვერ შევადარებ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეს. „ნაპოლის“ გულშემატკივრები უბრალოდ ფანტასტიურები არიან და მეც ვცდილობ მათი იმედები გავამართლო. ახლა საქართველოში თითოეული ბავშვისთვის მისაბაძ ფეხბურთელად ვითვლები, ამიტომაც ვცდილობ მშვიდი, თავმდაბალი და გაწონასწორებული ვიყო. მინდა, რომ როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა განვითარებისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.

 კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 37 შეხვედრაში 10 გოლი და 5 საგოლე პასია. ხვალ, ის და მისი თანაგუნდელები იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში გათამაშების ლიდერ მილანის „ინტერს“ სტუმრად შეხვდებიან და მატჩი თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

    

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დარჩება თუ არა კვარაცხელია? დე ლაურენტისს ერთ რჩევას მივცემდი
დარჩება თუ არა კვარაცხელია? დე ლაურენტისს ერთ რჩევას მივცემდი