გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

რამდენიმე მატჩს დაესწრნენ | ნიუკასლი მამარდას ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს

„ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი ევროპული კლუბების რადარზე იმყოფება. „მამარდას“ მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის წარმომადგენლები იჩენენ და ყველაზე ხშირად „ნიუკასლზე“ იწერება.

El Desmarque-ის ჟურნალისტის, დავიდ ტორესის და ბრიტანელი ჟურნალისტის, მარტინ ჰარდის მიხედვით, „კაჭკაჭების“ სკაუტები ესპანეთში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ და მამარდაშვილის თამაშს დაესწრნენ. „ნიუკასლის“ ხელმძღვანელები გიორგის თვალს აქტიურად ადევნებენ და ზაფხულში „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებების დაწყების ალბათობა ძალიან მაღალია. Times-ის ცნობით, „კაჭკაჭების“ თავკაცი, ედი ჰაუ მამარდაშვილის დიდი ფანია და მისი გაფორმება უნდა.

„ღამურები“ ქართველი მეკარის წასვლასთან შეგუებული არიან. ესპანური გამოცემების მიხედვით, „ჩე“ მზადაა, გიორგის 30 მილიონ ევროდ შეელიოს, თუმცა, რამდენიმე ჟურნალისტის თქმით, „ვალენსია“ „მამარდას“ სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს და პირადი რეკორდიც დაამყარა. ქართველმა გოლკიპერმა კარი მშრალად ლა ლიგის 9 შეხვედრაში შეინახა და თავისივე მიღწევა გააუმჯობესა. „ვალენსია“ 40 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს და ევროტურნირებისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგა: 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია
ჩემპიონთა ლიგა: 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია