ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, ლორან ბრუნი
Aa
Aa

არ იბრძვის და თამაშის ტემპს ვერ ყვება - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე

ფრანგი ჟურნალისტი ლორან ბრუნი, რომელიც „ბორდოს’’ თამაშებზე მუშაობს, ზურიკო დავითაშვილს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. ბრუნის აზრით, ქართველი შემტევი საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს, ბურთს ხშირად კარგავს და ორთაბრძოლებში არ შედის.

ლორან ბრუნი: „მას შეუძლია შექმნას მომენტები, თამაშში განსხვავება შეიტანოს, მაგრამ  მოედანზე ბრძოლაში არ შედის, არ მოძრაობს, ბურთს კარგავს, თამაშის ტემპს ვერ ყვება. შესაძლოა, მას პერსონალური პრობლემა აქვს და ეს იწვევს მის რეგრესს’’.

ახლახან დავითაშვილი კიდევ ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა ჟულიენ ბიმ გააკრიტიკა: „ზურიკო დავითაშვილი ყველაფერია იმ ფეხბურთელის გარდა, რომელიც გუნდს სჭირდება, რათა მეტოქეებზე ზეწოლა მოახდინოს. დავითაშვილი თანაგუნდელებთან ხშირად წუწუნებს და ეს აუტანელია“.

ზოგადად, ბოლო პერიოდში დავითაშვილს ფრანგული მედია მწვავედ აკრიტიკებს, რაც ქართველი ფეხბურთელის თამაშიდან გამომდინარე ლოგიკურია.

„ბორდოს’’ დაუმარცხებელი სერია 5-მატჩიანია, თუმცა ბოლო ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა. 29-ე ტურში „ბორდო’’ გასავარდნ ზონაში მყოფ „ანესის’’ ესტუმრება (16 მარტი, 22:00). ამ მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოემზადება.

ლიგა 2-ის ამ სეზონში 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 27 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, საფრანგეთის თასის ორ შეხვედრაში მის აქტივში 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები