საქართველომ და ბელორუსმა უხვგოლიანი ფრე ითამაშეს
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა ბელორუსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
მატჩის 24-ე წუთზე ბელორუსები სტასევიჩის ზუსტი დარტყმის წყალობით დაწინაურდნენ, რასაც სულ მალე ირაკლი სიხარულიძის გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა.
ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა პირველი სანაკრებო გოლი შეაგდო.
მეორე ნახევრის სტარტზე ლაშა დვალმა "ჯვაროსნები" წინ გაიყვანა, თუმცა 66-ე წუთზე ნეხაიჩიკმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
ჩვენმა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (87. კაკაბაძე), ხოჭოლავა, კაშია (46. დვალი), შერგელაშვილი, აბურჯანია, გვილია (87. კაჭარავა), კანკავა (60. მერებაშვილი), პაპუნაშვილი, ჯიღაური (60. ქვილითაია), სიხარულიძე (80. ყაზაიშვილი).