კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: ცუდად ვითამაშეთ, პასუხისმგებლობას ვიღებ

კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგაზე „ლაიფციგთან“ თამაშით (1:1) უკმაყოფილოა.

„ცუდი მატჩი იყო, ცუდად ვითამაშეთ, ჩვენს ქმედებებს ინტენსივობა აკლდა, ვნერვიულობდით. ფსიქოლოგიურმა ასპექტმა დიდწილად ჩვენი ქმედებები განსაზღვრა.

ჩვენ ვითამაშეთ გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა. თავიდანვე პრობლემები შეგვექმნა, გვიჭირდა, მაგრამ მთავარი იყო მეოთხედფინალში გასვლა და ეს გავაკეთეთ.

ეს არ იყო საუკეთესო საღამო, რა თქმა უნდა, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ წინ წავედით. ცხადია, გაუმჯობესება გვჭირდება, მაგრამ ზოგჯერ ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. ასე იყო ჩელსისთან საშინაო მატჩშიც - ცუდი საღამო გვქონდა. და ზოგჯერ ცუდი თამაში ტურნირიდან გამოვარდნას იწვევს.

სიტუაცია მშვიდად უნდა შევაფასოთ. ლა ლიგაში შვიდი ქულით უპირატესობა გვაქვს, ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალში გავედით“,

- განაცხადა მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო იყო - ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა
საუკეთესო იყო - ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა