კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ესპანეთის პროკურატურა კარლო ანჩელოტის პატიმრობას ითხოვს

ესპანეთის პროკურატურა მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის საგადასახადო თაღლითობაში ადანაშაულებს.

ესპანური El Diario-ს ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს პროკურატურა ორ საგადასახადო დანაშაულს ედავება, რომლებიც საიმიჯო უფლებების არასწორ დეკლარაციასთან არის დაკავშირებული. სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია 2014/15 წლების პერიოდზე.

ესპანური მედია წერს, რომ პროკურატურამ ანჩელოტისთვის 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. უწყება ამტკიცებს, რომ კარლო ანჩელოტიმ საგადასახადო ორგანოებს 1 მილიონ ევროზე მეტი შემოსავალი დაუმალა.

უწყება ადგილობრივ სასამართლოში სარჩელს უახლოეს პერიოდში წარადგენს, რის შემდეგაც სასამართლო პროცესები დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები