ბაიერნი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

გერმანული მედია: ბაიერნი ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურად განიხილავს

მიმდინარე სეზონში, „ბაიერნისთვის“ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ამას გულშემატკივრები ელოდებოდნენ. „ფრაიბურგთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, არის შანსი, რომ „ბაიერმა“ „რეკორდმაისტერს“ 10 ქულით გაასწროს.

მიუნხენში თვლიან, რომ ბუნდესლიგისთვის ბრძოლა დასრულებულია, ხოლო კლუბმა მომავალი სეზონისთვის ტრანსფერებზე ფიქრი დაიწყო. „ბაიერნის“ წარმომადგენლები ხვიჩა კვარაცხელიას ადევნებენ თვალს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

სპორტული ჟურნალისტი ეკრემ კონური იუწყება, რომ ქართველ ფეხბურთელს არაერთი კლუბი აკვირდება და მათ სიას მიუნხენური გრანდიც შეუერთდა.

ჟურნალისტი იმასაც წერს, რომ „ბაიერნს“ ხვიჩას სატრანსფერო ღირებულების გადახდა გაუჭირდება. ქართველის ფასი 80 მილიონი ევროა და მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „რეკორდმაისტერი“ იაქტიურებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე შეგახსენებთ, მიუნხენური კლუბი კვარაცხელიას გადაბირებით ჯერ კიდევ მაშინ იყო დაინტერესებული, როცა ხვიჩა „რუბინში“ თამაშობდა. მეტიც, ქართველი ვარსკვლავი მიუნხენშიც იყო ჩასული, მაგრამ მოლაპარაკება არ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვის დავუყენებ კვარაცხელიას?“ - ალეგრი ნაპოლისთან მატჩის წინ
„ვის დავუყენებ კვარაცხელიას?“ - ალეგრი ნაპოლისთან მატჩის წინ