ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„როდესაც დამარტყა, ვუთხარი, რომ ჩემი ჯერიც დადგებოდა, შემდეგ კი...“ - რას იხსენებს თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ესპანურ ტელევიზია El Hormiguero-სთან სტუმრობისას ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამართულ საჩემპიონო ბრძოლა გაიხსენა და ერთი საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

რას ამბობს „მატადორი“:

ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც მას პირველად გავარტყი, მან ეს აღნიშნა და მითხრა, რომ კარგი დარტყმა იყო. ჩხუბის დროს ცოტ-ცოტას ვსაუბრობდით. როდესაც დამარტყა, იზეიმა... მითხრა, რომ მომარტყა. არ ვიცი, ჩანს თუ არა ეს ვიდეოში, მაგრამ ვუპასუხე, რომ ჩემი ჯერიც მალე მოვიდოდა. ეს ორჯერ გავუმეორე... და როდესაც ჩემი ჯერი დადგა, ავსტრალიაში შუქი გაითიშა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC 298-ზე, ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საქართველოს ისტორიაში UFC-ის პირველი ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MMA Junkie-ის რჩეული გახდა | ილია თოფურიას ნოკაუტი თვის საუკეთესოდ დასახელდა
MMA Junkie-ის რჩეული გახდა | ილია თოფურიას ნოკაუტი თვის საუკეთესოდ დასახელდა