კახა შენგელია:
Aa
Aa

კახა შენგელია: "ფაჩულია ნაკრებიდან კი არ წავიდა, გაიქცა" - რა ხდებოდა ევრობასკეტის მიმდინარეობისას?..

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ, სააგენტო "აიპრესს" ვრცელი ინტერვიუ მისცა.

შენგელია სხვადასხვა თემებთან ერთად ზაზა ფაჩულიას საკითხსაც შეეხო და ევრობასკეტის მიმდინარეობისას მომხდარი რამდენიმე დეტალი გაასაჯაროვა.

გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც საუბარი ფაჩულიასა და ევრობასკეტის თემაზეა.

- "რაც შეეხება ხეცურიანს, მას ფაჩულია და მინისტრი უჭერენ მხარს. ერთ რამეს ვიტყვი, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ თავს არიდებენ საუბარს. ფაჩულია, მოქმედი კალათბურთელი თუკი ერევა არჩევნებში, მაშინ აქედან ნაკრების სხვა მოთამაშეები ჩაერევიან. არ მინდა ასეთი რამ მოხდეს და განხეთქილება.

ფაჩულიას რაც ეხება, ამ ევროპაზე რა მოხდა, როგორ მოხდა, ამას ვიტყვი უახლეოს ხანში. რა როგორ იყო და რატომ ვერ მივაღწიეთ ასეთი გუნდით სასურველ შედეგს. ყველაფერი გახდება განსჯის საგანი.

- ზაზა ფაჩულიასთან დაკავშირებით ბევრს საუბრობენ კულუარებში, რომ ევრობასკეტზე ისრაელში თანაგუნდელებს ძალიან ცუდად ექცეოდა და დისციპლინასაც ხშირად არღვევდა. ამაზე საუბრობთ?

 - დიახ მისის წასვლა ნაკრებიდან გაქცევას უფრო ჰგავდა. თანაგუნდელები ფეისბუქით არ უნდა იგებდნენ, რომ ნაკრების კაპიტანი მიდის ნაკრებიდან.

- ანუ ეს ამბავი ნამდვილია?

- დიახ, ნამდვილია და ამხელა მოთამაშეები ნაკრებიდან ასე არ მიდიან. ნაკრების კაპიტანი მესამე მწვრთნელით არ უნდა ელაპარაკებოდეს მთავარ მწვრთნელს ევროპის ჩემპიონატზე და თან ულტიმატუმებით. ჯერ მაგაზე უნდა მოეთხოვოს პასუხი ამ ფედერაციას, რომ ასეთი სიტუაცია იყო იქ.

რატომ მოიგო კოკოშკოვმა ევროპის ჩემპიონატი? იმიტომ, რომ წამყვანი მოთამაშე დასვა, რომელიც იმ მომენტისთვის ნაკრებისთვის წაგებიანად ჩათვალა.

ჩვენ ვერ მოვახერხეთ ეს. ფაჩულია რაღაც მომენტში სკამზე რომ მჯდარიყო, მოვიგებდით თამაშებს, ამის წინაპირობა არსებობდა. ეს წინა ტურნირებმაც აჩვენა, სადაც ზაზას არ უთამაშია. ამის შემდეგ ჩამოდის ფაჩულია და თურმე ყველა უნდა გადაწყობილიყო მასზე. ფაჩულიაზე ეწყობოდა გუნდი.

იმის ნაცვლად, რომ ზაზა მორგებოდა გუნდს, რომელსაც უკვე მოგებული ჰქონდა თამაშები ლიტვის, ლატვიის, საბერძნეთის ნაკრებებთან და მოიგო აკროპოლისის თასი, პირიქით ითხოვდა, ყველა მის თამაშს უნდა მორგებოდა.

შედეგის გამო თუ გაუშვეს ნაკრებიდან მწვრთნელები, მიზეზი უნდა თქვან. ადამიანებს ჩუმად არ უნდა უშვებდნენ და ამ ამბავს, ღამე კულუარულად არ უნდა ვიგებდეთ.

ევრობასკეტზე უამრავი პრობლემა იყო, რომლებიც ნაკლებად იყო მეორე და მესამე მწვრთნელების ბრალი. 2 კვირაში მსოფლიოს შესარჩევი თამაშია. რატომ არ ტარდება ეს თამაში საქართველოში, ეს კიდევ ცალკე თემაა და ამაზეც ვისაუბრებ. ამ პრობლემებზეა ხმამაღლა სალაპარაკო და არა კულუარულად.

განცხადებების გაკეთდა ზაზა ფაჩულიას მხრიდან, რომ მარტო ჯიგარი აქვთ ქართველ კალათბურთელებს. გემახსოვრებათ ეს ინტერივუ და თურმე ამის ხარჯზე თამაშობენ და ყველაფერი ამან იცის მარტო, მაგით შეიძლება მოატყუოს დამწყები გულშემატკივარი.

ზაზა როგორ ხელში აყვანილი მოიყვანეს გუნდში კაპიტნად, კარგად მახსოვს, ასევე მინდოდა ხელში აყვანილი ყოფილიყო ჩემს მეხსიერებაში. სამწუხაროდ, ასე ვერ მოიქცა. ის ერევა პროცესებში და ყველაფერზე ამბობს, არ ვიცის. ყველაფერში ერევა. მაშინ მე იძულებული გავხდები დანარჩენი ნაკრები  ჩაერიოს და ვნახოთ, ფაჩულია თუ დანარჩენი ნაკრები.

- მომავალში, თუკი დავუშვებ იმის ალბათობას, რომ შიო ხეცურიანი მოიგებს არჩევნებს, ზაზა ფაჩულია უკარნახებს თამაშის წესებს. ამის წინაშე შეიძლება დავდგეთ?

- კი, აუცილებლად. ეს ასე იქნება. თვითონ თუ უნდა, ჩამობრძანდეს, იყაროს კენჭი, მოიგოს და იყოს პრეზიდენტი. ფაჩულიამ კი არა, მიშა ქორქიამ ვერ მოიგო თავის დროზე არჩევნები, ოლიმპიური ჩემპიონი იყო.

მოვუწოდებ კალათბურთის ფედერაციის მესვეურებს, რომ წავიდნენ ღირსეულად და დროულად. ფედერაციის სახელით ვინც კენჭს იყრის, უნდა იცოდეს, რომ ყველაფრის უშუალო მემკვიდრე იქნება და კალათბურთის სამყაროსთვის და ხალხისთვის მოუწევს ყველაფერზე პასუხის გაცემა". - განაცხადა შენგელიამ "აიპრესთან" საუბრისას. 

 

მომზადებულია ipress.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები