ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მახაჩევთან შანსი არ აქვს, არც ხაბიბთან“ | უმარ ნურმაგომედოვი ილიაზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. უმარმა აქცენტი გააკეთა „ელ მატადორის“ სურვილზე, რომ ისლამ მახაჩევთან ქამრისთვის იჩხუბოს და განაცხადა, რომ ილიას მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონთან შანსი არ აქვს.

„ვერ ვიტყვი, რომ ილიას ისლამთან რაიმე შანსი აქვს. თოფურია საკუთარი თვალით მყავს ნანახი და მსუბუქი წონითი დივიზიონისთვის დაბალი ბიჭია. თითქმის ჩემი სიმაღლეა, ცოტათი მაღალია, და არ მგონია, მახაჩევთან ან ხაბიბთან რაიმე შანსი ჰქონდეს. უბრალოდ, იცის, საკუთარ თავს პიარი როგორ გაუკეთოს“.

შეგახსენებთ, რომ გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრობისას, „ელ მატადორმა“ საოცნებო მეტოქედ ხაბიბ ნურმაგომედოვი დაასახელა. ილიამ აღნიშნა, რომ დაუმარცხებელ „არწივთან“ სიამოვნებით იჩხუბებდა და დასძინა, რომ მასთან გამარჯვებაში 100 პროცენტით დარწმუნებულია.

ცნობისთვის, ნურმაგომედოვს დიდი ხანია, მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა სურს. უმარი აცხადებს, რომ მისი და „მანქანის“ შერკინება თეთრი და შავი ფაფახის დაპირისპირება იქნება და MMA-ს მოყვარულებმა ეს აუცილებლად უნდა ნახონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმა ჰქონდა და ამის გამო წააგო“ - სეხუდოს მენეჯერი მერაბთან მარცხზე
„ტრავმა ჰქონდა და ამის გამო წააგო“ - სეხუდოს მენეჯერი მერაბთან მარცხზე