მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, ალი აბდელ-აზიზი
Aa
Aa

„ტრავმა ჰქონდა და ამის გამო წააგო“ - სეხუდოს მენეჯერი მერაბთან მარცხზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლის, ჰენდრი სეხუდოს მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა მერაბ დვალიშვილთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სეხუდო ბრძოლას ტრავმით შეხვდა.

რას ამბობს აბდელ-აზიზი:

ჰენრი პატიოსნად წავიდა მთელი გუნდის სურვილის წინააღმდეგ და გვითხრა: „მე ხელი მოვაწერე კონტრაქტს, ამიტომ ვიბრძოლებ“. არ აინტერესებდა არაფერი, ბრძოლა უნდოდა. მერაბს არ ვაკნინებ, რადგან მან ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა.

მზადების დროს სეხუდომ საზარდულის ტრავმა მიიღო, მაგრამ ბრძოლამდე 4 კვირის განმავლობაში თავს არ ზოგავდა. ბოლოს როდის ნახეთ დაღლილი სეხუდო? არასოდეს. პირველი რაუნდის შუაში ჰენრი სუნთქვა აღარ შეეძლო, მაგრამ მაინც მოიგო.

ჰენრიმ ტრავმა დამალა. მისმა ძმამ და მწვრთნელმა კი მითხრეს, რომ მას საშინელი საწვრთნელი შეკრება ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ამით, სატიტულო ბრძოლაც გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქვეყნის პირველ პირს შევხვდები“ | რაზე ოცნებობს ილია თოფურია?
„ქვეყნის პირველ პირს შევხვდები“ | რაზე ოცნებობს ილია თოფურია?