ნაპოლი, სასუოლო, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Tuttosport: შესაძლოა ხვიჩამ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს

მას შემდეგ, რაც კალცონა „ნაპოლის“ მწვრთნელად დაინიშნა, ხვიჩა კვარაცხელიას პრობლემები შეექმნა.

ეს იქიდან გამომდინარე ხდება, რომ ახალი სპეციალისტი ქართველ ფეხბურთელს ზედიზედ ორი მატჩია ცვლის. ცვლილებები დაახლოებით 70-ე წუთზე ხდება.

ამ ფაქტზე კი თავად ხვიჩას ცუდი რეაგირება ჰქონდა და ნათლად გამოხატა უკმაყოფილება. მის ამ საქციელს კი ცნობილი ადამიანებისგან კრიტიკა მოყვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ავტორიტეტული გამოცემა Tuttosport თავის მოსაზრებას წერს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს.

რას წერს Tuttosport:

„სტადიონიდან გაყვანით გამოწვეული ორჯერ გამოხატული უკმაყოფილების გამო შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო მატჩში სათადარიგოთა სკამზე ვიხილოთ. ლინდსტრომი და პოლიტანო არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მისი ჩანაცვლება და ვიქტორ ოსიმენთან შეწყვილება შეუძლიათ. ამ მომენტისთვის, კალცონას მთლიანი შემადგენლობის გამოყენება შეუძლია, გარდა ნგონგესი, რომელიც „იუვენტუსთან“ მატჩისთვის მომჯობინდება.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია ა-ში ზედიზედ სამი მატჩი ვერ მოიგო. მოქმედი ჩემპიონი გასულ ტურში „კალიარიას“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. „ნაპოლი“ შემდეგ ტურში „სასუოლოს” ესტუმრება. აღნიშნული შეხვედრა 28 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
38 წლის ხდება და სამ დღეში ერთხელ თამაშობს - ვაისმა კანკავა შეაქო
38 წლის ხდება და სამ დღეში ერთხელ თამაშობს - ვაისმა კანკავა შეაქო