სპეცია, ივა გელაშვილი, ლუკა დ’ანჯელო
Aa
Aa

შეუძლია ეს მატჩი გაკვეთილად გამოიყენოს - სპეციას მწვრთნელი გელაშვილის გაძევებაზე

სერია B-ს 26-ე ტურში „მოდენა’’ – „სპეციას’’ მატჩი 0:0 დასრულდა. „სპეციას’’ სასტარტო შემადგენლობაში ივა გელაშვილი დაბრუნდა, რომელიც 27-ე წუთზე გააფრთხილეს, 35-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩის შემდეგ „სპეციას’’ მთავარმა მწვრთნელმა ლუკა დი’ანჯელომ ქართველ მცველზე ისაუბრა: „გელაშვილი ახალგაზრდა ბიჭია, ძალიან ძლიერი, გამოცდილება დააკლდა. მას შეუძლია ეს მატჩი გაკვეთილად გამოიყენოს’’.

22 წლის ივა გელაშვილმა კარიერაში წითელი ბარათი მეორედ მიიღო. პირველად 2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონში თბილისის „დინამოსთან’’ გააძევეს, როცა ბოლნისის „სიონში’’ თამაშობდა.

გასულ ზაფხულში ივა გელაშვილი „სპეციაში’’ გადავიდა, სერია B-ში 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი „მოდენას’’ შეუგდო, გუნდი მარცხისგან იხსნა (იხილეთ).

ბოლო პერიოდში ივას ტრავმა აწუხებდა, რის გამოც სერია B-ს 3 მატჩი გამოტოვა, შემდეგ „ჩიტადელასთან’’ სკამზე იჯდა და „მოდენასთან’’ დაბრუნდა, თუმცა ეს დაბრუნება წარუმატებელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები