კახა ცხადაძე, გიორგი ჩიხრაძე
Aa
Aa

შეთანხმება დადასტურდა - ცხადაძე აზერბაიჯანულ კლუბს გაწვრთნის

აზერბაიჯანული 90plusbir-ი იუწყებოდა, რომ „გაბალა’’ კახა ცხადაძესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. ინფორმაცია რამდენიმე საათში დადასტურდა, კახა ცხადაძე „გაბალას'' მთავარი მწვრთნელი გახდა.

View this post on Instagram

A post shared by 90+1 (@90plusbir)

ცხადაძის ასისტენტი გიორგი ჩიხრაძე იქნება. მათი თანამშრომლობა მრავალწლიანია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ცხადაძის ასისტენტი ჩიხრაძე იყო.

„გაბალა'' აზერბაიჯანის ჩემპიონატში 15 ქულით ბოლო ადგილზეა, უახლოეს კონკურენტ „ქიაფაზს'' 8 ქულით ჩამორჩება, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

55 წლის კახა ცხადაძე 2008 წელს ბაქოს „სტანდარდს'' წვრთნიდა, 2019-15 წლებში კი ბაქოს „ინტერის'' მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით „ინტერმა'', რომელიც ამჟამად „შამახის'' სახელით თამაშობს, 2009-10 წლებში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა მოიგო.

2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილამდე კახა ცხადაძე ყაზახურ „კასპიის'' წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ყაზახეთის ჩემპიონატის საწყის ხუთ ტურში ქულაც ვერ მოიპოვა და 2023 წლის აპრილიდან მოყოლებული უმუშევარი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები