ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კორბო
Aa
Aa

ეს ჟესტი მიუღებელია, მაგრამ ბევრი რამ კლუბზეა დამოკიდებული - ანტონიო კორბო კვარაზე

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, La Repubblica-ს მიმომხილველმა და ცნობილმა ჟურნალისტმა, ანტონიო კორბომ Radio Marte-ში სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელიას იმ ჟესტზე ისაუბრა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა „ბარსასთან'' მატჩში შეცვლისას გამოხატა, მოედნიდან გასვლით უკმაყოფილო იყო. მისგან ამგვარი ქმედება პირველი შემთხვევა არაა, ანალოგიურად მოიქცა მიმდინარე სეზონში, როცა გუნდს ვალტერ მაცარი წვრთნიდა.

ანტონიო კორბო: „ზოგადად, ცვლილების გამო კვარას გაბრაზებული ჟესტი ან ჟესტები მიუღებელია, მაგრამ ასევე მჯერა, რომ ბევრი რამ კლუბზეა დამოკიდებული, კლუბის მიერ განსაზღვრულ სიმკაცრეზე, სტილზე, ორგანიზებაზე. ასეთი ფაქტები არ ხდება მაშინ, როცა კლუბი რეაგირებს რჩევით, დასჯით ან სანქციით მსგავს დამოკიდებულებებზე.

მაპატიეთ ამას რომ ვამბობ, თუმცა თუ მწვრთნელს პრეზიდენტის მხრიდან პატივისცემა არ აქვს, რაც „ნაპოლიში’’ ხშირად ხდება, ფეხბურთელებს მწვრთნელის მიმართ ნაკლები პატივისცემა აქვთ. ასეთ გარემოში იკარგება გუნდურობა. აქედან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ დე ლაურენტისი ახალ გზას აირჩევს, რადგან „ბარსასთან’’ მატჩიდან გამომდინარე „ნაპოლი’’ ბევრად პერსპექტიული გუნდი გამოჩნდა’’.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 22 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, შვიდ მატჩში 1 საგოლე პასი შეასრულა. „ნაპოლის'' ჩავარდნის მიუხედავად ქართველ ფეხბურთელს კარგი სტატისტიკა აქვს, თუმცა წამყვან კლუბებთან თამაში უჭირს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები