ვალტერ მაცარი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

ცნობილია, ვინ ჩაიბარებს ნაპოლის მაცარის გათავისუფლების შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად 55 წლის იტალიელი სპეციალისტი, ფრანჩესკო კალცონა ინიშნება. ინფორმაციას რამდენიმე ავტორიტეტული იტალიური სააგენტო ავრცელებს.

მედიაში იწერება, რომ კალცონამ „ნაპოლისთან“ ხელშეკრულებას თავდაპირველი ვადით მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს, კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა კი მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ცნობისთვის, 55 წლის სპეციალისტი ამჟამად სლოვაკეთის ნაკრებში, ტექნიკური კომისარის თანამდებობაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ვალტერ მაცარი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. მიმდინარე სეზონში, ფრანჩესკო კალცონა „ნაპოლისთვის“ მესამე მწვრთნელი იქნება. ვალტერ მაცარის დანიშვნამდე „პარტენოპეის“ რუდი გარსია წვრთნიდა, რომელიც დე ლაურენტისმა წარუმატებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები