ტონი კროოსი: „ნაკრებში დაბრუნებაზე ვფიქრობ, მაგრამ...“
Aa Aa
13 თებერვალი 2024  |  00:05

ტონი კროოსი: „ნაკრებში დაბრუნებაზე ვფიქრობ, მაგრამ...“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა „ლაიფციგთან“ მატჩის წინ „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებასა და ეროვნულ ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

რა თქვა კროოსმა:

ვრჩები თუ არა რეალში? სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. ვფიქრობ, რა გავაკეთო. მიხარია, რომ ბევრს უნდა ჩემი კიდევ ერთი წლით დარჩენა, ეს ყოველთვის კარგია, ვიდრე პირიქით. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ჯერ არაფერი გადამიწყვეტია.

ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორც ვიგრძნობ თავს სეზონის ბოლოს. ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის დასრულება უმაღლეს დონეზე თამაშით მინდოდა. დღეს კი იმავეზე ვსაუბრობთ, რაც 1 წლის წინ იყო. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და მაშინ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ.

ნაკრებში დაბრუნებაზეც ვფიქრობ, მაგრამ როგორც კონტრაქტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ისე ამ საკითხზეც არაფერი გადამიწყვეტია.

სეზონის დასრულებამდე ყოველთვის იქნება შესაძლებლობა, რომ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გამოვაცხადო. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არაფერზე ვდარდობ. ბედნიერი ვარ იმით, რასაც ფეხბურთის თამაშით მივაღწიე და ახლა მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე ვფიქრობ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე ტონი კროოსთან სატელეფონო ზარი ჰქონდა, თუმცა, 33 წლის ნახევარმცველს კონკრეტული პასუხი არ გაუცია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტონი კროოსს „რეალთან“ არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები