„კვარაცხელიას მთავარი პრობლემა ესაა...“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
Aa Aa
12 თებერვალი 2024  |  19:37

„კვარაცხელიას მთავარი პრობლემა ესაა...“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯანი იმპროტამ რადიო Punto Nuovo-სთან ინტერვიუს დროს ვალტერ მაცარის ნაპოლიზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო. 76 წლის ვეტერანმა აღნიშნა, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა ქართველ შემტევს საქმე უნდა გაუმარტივონ.

რას ამბობს იმპროტა:

მაცარის გათავისუფლება ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება იქნება. მილანთან ნაპოლის ცუდად არ უთამაშია, უბრალოდ, წნეხის ფონზე ჩვეული შეცდომა დაუშვა. ლეაუ და ტეო ერნანდესი მოედანზე ყოველთვის გვსჯიან, ასე იყო გასულ სეზონშიც. მაცარიმ ამ შეხვედრაში ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვა, რაც სპალეტიმ და ასევე მისმა წინამორბედებმა გასულ სეზონებში. თუმცა, გულანთებული ნაპოლი მაინც ვერ ვნახე. აშკარაა, რომ გუნდი შეტევაში რაიმე ღირებულის შექმნას ცდილობს, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. იმედი მაქვს, ოსიმენის დაბრუნების შემდეგ რაღაც შეიცვლება. სწორედ ის გამოიმუშავებს იმ წონას, რაც დღეს ნაპოლის შეტევაში აკლია.

არის თუ არა კვარაცხელია მიტოვებული? მას უნდა დავეხმაროთ და დავიცვათ. ის ყოველთვის მაქსიმალურ ძალისხმევას დებს, ზოგჯერ კი დაბნეულობას იჩენს. მას სპალეტის მსგავსი მეგზური სჭირდება, რომელიც სწორი მიმართულებით წაიყვანს. კვარაცხელიას მთავარი პრობლემა ვიპოვე: კონტრაქტის ამბები, რომელიც მის ფსიქოლოგიურ განწყობასთან ასოცირდება. ეს გარკვეულწილად ზღუდავს კიდევ. ყოველდღიურად იმის დემონსტრირება, რომ ის გარკვეული სახის კომპენსაციას იმსახურებს, მგონია, რომ გადამეტებულია და ეს მოედანზეც ისახება.

შეგახსენებთ, რომ 24 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს და მე-4 ადგილოსან „ატალანტას“ 7 ქულით ჩამორჩება. ვალტერ მაცარის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ის ახერხებდა მილანის დაცვის შეშინებას“ - იტალიური მედიის შეფასება
„მხოლოდ ის ახერხებდა მილანის დაცვის შეშინებას“ - იტალიური მედიის შეფასება