ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ერთადერთი რამ, რაც ნაპოლიში მუშაობს - Il Mattino კვარას ახალ როლზე

იტალიური გამოცემა Il Mattino „ნაპოლის’’ შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატია შემდეგი შინაარსისაა, ამ ეტაპზე მაცარის გუნდში მხოლოდ ერთი რამ მუშაობს - კვარაცხელიას ახალი როლი. მოგეხსენებათ, ვალტერ მაცარიმ ქართველ ფეხბურთელს პოზიცია შეუცვალა, მეორე ფორვარდად ათამაშებს. „მილანთან'' მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

„გუნდი არ მოძრაობს, არ მუშაობს, თავის თამაშს ვერ აჩვენებს. კვარაცხელია ახალ როლშია, მეორე ფორვარდად მოქმედებს და ეს ერთადერთია, რაც „ნაპოლიში’’ მუშაობს. „აძურიმ’’ უნდა დაიწყოს ისევ კვარათი და ოსიმენით. ნიგერიელ ფორვარდს, რომელიც აფრიკის ეროვნებათა თასზე იმყოფებოდა, „კასტელ ვოლტურნოში’’ ელიან. ოსიმენის დაბრუნების შემდეგ „ნაპოლი’’ ეცდება სეზონი ნაკლებად მტკივნეული და ნაკლებად ტრაგიკული გამოვიდეს’’.

ცნობისთვის, 24 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 35 ქულით მე-9 ადგილზეა და მე-4 ადგილზე მყოფ „ატალანტას“ 7 ქულით ჩამორჩება, „მილანი“ კი 52 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ მიიღებს, „მილანი“ კი სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდება.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები