კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ბენზემა: „ჩვენი მიზანია საუდის არაბეთის ჩემპიონატი ევროპული ლიგების დონემდე ავიდეს“

„ალ-იტიჰადის“ ფეხბურთელმა, კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა. ვეტერანი თავდამსხმელის მიხედვით, მისი მიზანი ჩემპიონატის დონის აწევა და ტოპ კლასის ფეხბურთელების ინტერესის მიპყრობაა.

„საუდის არაბეთში გადმოსვლა არის ახალი გამოწვევა და გრძელვადიანი პროექტი მუსლიმანურ ქვეყანაში. აქ, საუდის არაბეთში მარტო ფეხბურთელი კი არა, საპატიო ელჩი ვარ. აქ იმიტომ ვიმყოფები, რომ უახლოეს მომავალში, ტოპ დონის ევროპელი ფეხბურთელები მოვიზიდოთ. ჩვენი მიზანია, ჩემპიონატის დონე ევროპული ჩემპიონატების დონემდე ავწიოთ.

დრო გვიჩვენებს მომავალში რა იქნება, მაგრამ მე გადავწყვეტ, კარიერა როდის დავასრულო. მინდა, დამიმახსოვრონ, როგორც ადამიანი, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო და გამოწვევების მიუხედავად, რომლებთან გამკლავებაც მომიწია, უმაღლეს წერტილამდე ავიდა, რითაც ძალიან ვამაყობ“.

შეგახსენებთ, რომ ბენზემას „ალ-იტიჰადში“ პრობლემები აქვს. Marca-ს ინფორმაციით, ორშაბათს ბენზემამ გუნდთან ერთად ვარჯიშის პირველი ნახევარი ჩაატარა, შემდეგ კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არგენტინელმა მარსელო გალიარდომ მას ინდივიდუალურად ვარჯიში სთხოვა, რაზეც ქარიმმა უარი განაცხადა, გაბრაზდა და საწვრთნელი ბაზა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდული ტრანსფერი იქნება | ვალენსიამ მამარდაშვილის ფასი გაზარდა
რეკორდული ტრანსფერი იქნება | ვალენსიამ მამარდაშვილის ფასი გაზარდა