ლევან კობიაშვილი, ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

FIFA-ს პრეზიდენტი: მე და ჩემმა მეგობარმა ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ვისაუბრეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პარიზში UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იმყოფება.

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლევან კობიაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან გამიხარდა ჩემი მეგობარი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი კიდევ ერთხელ რომ ვნახე და ქართული ფეხბურთის მიმდინარე საინტერესო განვითარებაზე ვისაუბრეთ.

ლევან კობიაშვილი ყოფილ ფეხბურთელებს შორის მყოფი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი პერსონაა, რომელსაც აქვს ენერგია, ინტელექტი და ხედვა, გამოიყენონ თავიანთი დიდი გამოცდილება და ფეხბურთში, მათ ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები მოიტანონ.

როგორც მისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მან 2015 წლიდან დღემდე, მთავარი როლი შეასრულა გასულ ზაფხულს საქართველოში მნიშვნელოვანი ევროპული ტურნირის ჩატარებასთან მიმართებით. ამით მათ აჩვენეს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლო მნიშვნელოვან საფეხბურთო მოვლენებს მომავალ წლებშიც.

ყველას ვუსურვებ წარმატებებსა და ნათელ მომავალს“.

- განაცხადა ინფანტინომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?