ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, შონ ომალი
Aa
Aa

თოფურია: „ომალის ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, ჩემი მომდევნო მეტოქე კონორი იქნება“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის გადაცემის, The MMA Hour-ის სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ შონ ომალისთან შესაძლო დაპირისპირებასა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის სხვა მებრძოლებზე ისაუბრა.

„შონ ომალისთან ჩხუბი? მას საკუთარ წონით დივიზიონში (სუპერ მსუბუქში გამოდის) ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მისი მომდევნო მეტოქე რეიტინგის მე-6 ნომერია, რომელმაც ერთხელ მაგრად სცემა. არ მგონია, რამე შეიცვალოს და ვფიქრობ, ჩიტო ვერა ომალის ამჯერადაც დაამარცხებს, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, ჩემთან ჩხუბამდე, მას უამრავი რამ აქვს დასამტკიცებელი.

ვინ იქნება ჩემი მეტოქე ვოლკანოვსკის შემდეგ? კონორ მაკგრეგორი. თუ მაიკლ ჩენდლერმა მაგრად არ სცემა, ოქტაგონზე ჩემ წინააღმდეგ სიამოვნებით გავა და შესაძლოა, ჩვენი ბრძოლა ესპანეთში გაიმართოს. მაქს ჰოლოუეი? როგორ უნდა ვეჩხუბო ჰოლოუეის, როცა დავამარცხებ მებრძოლს, რომელმაც მას სამჯერ მოუგო! ამას არანაირი აზრი არ ექნება. მაქსი, იაირ როდრიგესი, ბრაიან ორტეგა... შეუძლიათ, კარიერა დაასრულონ. მათ სატიტულო ბრძოლას არასდროს მივცემ“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბი 17 თებერვალს, (თბილისის დროით 18 თებერვალს) გაიმართება და ღონისძიებას ანაჰაიმი უმასპინძლებს. ბრძოლა გამთენიისას, დაახლოებით 7-8 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიაზე 100%-ანი პენალტი იყო!“ | იტალიაში ნაპოლი-ვერონას მსაჯი გააკრიტიკეს
„კვარაცხელიაზე 100%-ანი პენალტი იყო!“ | იტალიაში ნაპოლი-ვერონას მსაჯი გააკრიტიკეს