გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, შეფილდი
Aa
Aa

ჩაკვე ისევ ძირითადში იყო - უოტფორდის ქულა შეფილდთან

ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში „უოტფორდი“ „შეფილდს“ ესტუმრა და მორიგი 1 ქულა აიღო. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ზედიზედ მეშვიდედ გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში და „უოტფორდმა“ ეს მატჩიც არ წააგო.

ქართველი ფეხბურთელი მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობდა და ხიფათის შექმნას ცდილობდა, თუმცა თანაგუნდელები მხარს ვერ უბამდნენ.

მატჩის მე-60 წუთზე ჩაკვემ ერთ შეტევაში ორი სახიფათო პასი გააკეთა და მის თანაგუნდელებს ორივე შემთხვევაში შეეძლოთ გოლის გატანა. საბოლოოდ გიორგი მინდვრიდან 85-ე წუთზე გაიყვანეს.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „უოტფორდს“ ჩემპიონშიფში 41 ქულა დაუგროვდა და მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი „კარდიფს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრები 9 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრები 9 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს