კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ბენზემას წასვლა არ უნდათ | ახალი ინფორმაცია კარიმის მომავალზე

კარიმ ბენზემას სამომავლო გეგმები კვლავინდებურად აქტუალურ საკითხად რჩება. „ალ-იტიჰადის“ ფრანგ ფეხბურთელს ევროპულ გრანდებს უკავშირებენ და მის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ფაბრიციო რომანომ ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის მიხედვით, მომდევნო დღეებში კლუბსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართება და მხარეები მის მომავალზე იმსჯელებენ. „ალ-იტიჰადსა“ და ფეხბურთელს შორის დაძაბული სიტუაციაა, თუმცა საუდის არაბეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელებს სურთ, კარიმმა ქვეყანა არ დატოვოს და მათთან თამაში განაგრძოს.

რომანოს ინფორმაციით, არის შანსი, ბენზემა საუდის არაბეთის ჩემპიონატის სხვა კლუბში გადავიდეს. ევროპაში დაბრუნებას რაც შეეხება, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ვეტერანი თავდამსხმელი ხელფასის დიდ ნაწილზე უარს იტყვის.

ცნობისთვის, კლუბსა და ფეხბურთელს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბენზემა მოსამზადებელ ეტაპზე არ გამოცხადდა და გუნდი ისე დატოვა, არავისთვის არაფერი უთქვამს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიოს ულტიმატუმი ნაპოლის | რას აპირებს დე ლაურენტისი
მოურინიოს ულტიმატუმი ნაპოლის | რას აპირებს დე ლაურენტისი